სამონტაჟო სამუშაოები
კომპანია ეუროფასადი 2005 წლიდან საქართველოსა და სხვა ქვეყნებში წარმატებულად ქმნის ვენტილირებად ფასადებს. ამ საქმეში ჩვენ მხოლოდ თანამედროვე ევროპულ მასალებსა და ტექნოლოგიებს ვიყენებთ.
ვენტილირებადი ფასადი - რთული საინჟინრო-კონსტრუქციული სისტემაა, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარულია არქიტექტორებსა და მშენებლებს შორის მაღალი ხარისხის, გამძლეობის, ესთეტიკური შესაძლებლობების, აკუსტიკური და სითბური იზოლაციის მონაცემების გამო.
ვენტილირებადი ფასადი ესაა შესაძლებლობა, რომ შენობას ჰქონდეს განუმეორებელი ფორმა და სახე, იყოს გამორჩეული, რესპექტაბელური და ცნობადი. ფორმებისა და ფერების
დიდი არჩევანის გამო კი შეიძლება თამამად ითქვას, რომ შენობა, რომელსაც ასეთ ფასადი აქვს, უნიკალურია, როგორსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.
ძალიან მნიშვნელოვანი და ცალკე აღნიშვნის ღირსია ვენტილირებადი ფასადის თბოსაიზოლაციო თვისებები.
ფასადზე შესაძლებელია დამონტაჟდეს ნებისმიერი სახისა და სისქის საიზოლაციო მასალა.
საიზოლაციო მასალას და საბოლოო მოსაპირკეთებელ მასალას შორის მოქცეული საჰაერო შრე ქმნის საიზოლაციო მასალისა და კედლების ბუნებრივ ვენტილაციას. შენობის გარე კედლები მუდმივად დათბუნებული, დაცული და მშრალია. საბოლოოდ ეს ყველაფერი ენერგიის ეკონომიის საშუალებას იძლევა, რომელიც სახლის გათბობასა და გაგრილებაზე იხარჯება. ითვლება, რომ ვენტილირებადი ფასადი ყველაზე ეფექტური სისტემაა შენობის კედლების და კონსტრუქციების დაცვისა და იზოლირებისთვის.
ენერგოეფექტური შენობები თავის მხრივ ხელს უწყობს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას.
სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას ჩვენი უპირატესობებია:
- ანალოგიური სამუშაოების შესრულების დიდი გამოცდილება;
- 2011 წლიდან ჩვენ გვაქვს ვენტილირებადი ფასადის სამაგრი ალუმინის ჩვენი უნივერსალური სისტემა „ფდს“(ფასადზე დამაგრების სისტემა);
- ყველა სამუშაოს შესრულება უმაღლეს დონეზე;
- ოპერატიულობა და სისწრაფე;
- დიდი გამოცდილების მქონე, გამორჩეულად მაღალკვალიფიციური პერსონალი.