პროდუქტები

FunderMax - ავეჯის ელემენტები

FunderMax დიდი შესაძლებლობების მასალაა,რომლის გამოყენების არეალი უსაზღვროა.

FunderMax-ის ფილებისგან გარე და შიდა მოხმარების ავეჯისთვის სპეციალური ელემენტების (სამზარეულოს და ასევე ნებისმიერი ტიპის მაგიდის თავები,ე.წ."სტოლეშნიცები"და სამზარეულოს ზურგები ე.წ."ფართუკები") დამზადება და გაყიდვა,ჩვენი სამუშაოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა
HPL-ით დამზადებული ავეჯი თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, ანტიალერგიული
ნაკეთობებია, რომელთაც საოცარი ტექნიკური მახასიათებლები აქვთ:

  • მდგრადობა და გამძლეობა ფიზიკურ ზემოქმედებაზე;
  • არ იკაწრება, არ იწვის, არ ხუნდება, არ ცვდება;
  • ეკოლოგიური;
  • უსაფრთხო;
  • მასალა იოლად იტანს ნესტსა და ტემპერატურის ცვლილებას;
  • წყალგამძლე;
  • ადვილად იწმინდება, არ იკრავს ბაქტერიებსა და მიკრობებს;
  • დიზაინისა და ზომის ფართო არჩევანი;

HPL-ით დამზადებული ავეჯი გამოიყენება:

 

 

 

როდესაც საქმე ხშირი მოხმარების გარე ავეჯს ეხება, ხარისხი და გამძლეობა
პირველია, რასაც ყურადღება ექცევა. HPL პანელები კი ამ კრიტერიუმს სრულად
აკმაყოფილებს. ამასთან ერთად მასალას სპეციფიკური დანიშნულებაც აქვს, უძლებს
მაღალ წნევას, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებას, სწორედ ამ
მახასიათებლის გამო HPL პანელები სამედიცინო
დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში გამოიყენება.
FunderMax-ის მიერ წარმოებული მასალით დამზადებულ ავეჯს ხშირად საბავშვო
ბაღებსა და სკვერებშიც შეხვდებით. ამ დაწესებულებებში მასალის დაზიანებისა და
გაფუჭების საშიშროება დიდია, თუმცა HPL პანელებს ეს არ ემუქრება, რადგან უძლებს
ყველანაირ ზემოქმედებას, არ ცვდება, არ იკაწრება, კედელზე გაკეთებული
წარწერებიც უმარტივესად შორდება. ბავშვებისათვის კი სრულიად უსაფრთხო,
ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიულია.
ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად მასალა მარტივად დასამუშავებელი და
გამოსაყანებელია.
HPL პანელების სპეციალური საფარი იცავს ავეჯს ულტრაიისფერი სხივებისაგან, არის
წყალგამძლე და ამიტომ წვიმა და ამინდის ცვალებადობა მას ვერაფერს აკლებს.
დიზაინის მხრივ არჩევანი დიდია, გვაქვს ფერის, ფორმისა და დეკორის ფართო
ასორტიმენტი.
 

FunderMax Postforming - ამ ტიპის ფილები ძირითადად ავეჯის ელემენტებისა და სამზარეულოს ზედაპირის დასამზადებლად გამოიყენება.

სტანდარტული ზომა:
4100 х 1300 მმ; 
სისქის დიაპაზონი:
0.8 -1.0 მმ  ± 0.10

ხშირად დასმული კითხვები

რა ზომისაა FunderMax - ის ფილები?

4100 X 1854 mm,   4100 X 1300 mm,   2800 X 1854 mm,  2800 X 1300 mm 

FunderMax - ის  ფილები ადვილად არ იკაწრება, არ ხუნდება, არ იწვის, ეკოლოგიურია.

დაგვიკავშირდით ნომრებზე:
 + 995 (5)  99   110  146
 + 995 (5)  98   733  909

მიმაგრებული ფაილები

FunderMax

FunderMax - ინტერიერის ფერები