პროდუქტები

FunderMax - სანიტარული კაბინები და საშხაპის ტიხრები

FunderMax დიდი შესაძლებლობების მასალაა,რომლის გამოყენების არეალი უსაზღვროა.

FunderMax - HPL - სანიტარული კაბინები და საშხაპის ტიხრები 

სანიტარული კაბინებისა და საშხაპე ტიხრებისთვის განკუთვნილი მასალების გაყიდვა და მათი
მონტაჟი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
FunderMax-ის წარმოებული მასალები სრულად აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებსა
და მომხმარებლის მოთხოვნებს. მათთვის, ვინც ეძებს ხარისხსა და ხელსაყრელ
პირობებს, FunderMax-ი საუკეთესო და უალტერნატივო გადაწყვეტილებაა.
ჩვენ საწყობში მუდმივად გვაქვს მონტაჟისათვის საჭირო უჟანგავი ფოლადის აქსესუარები.
ბაზარზე ხშირად გვხვდება სანიტარული კაბინები, რომლებიც დსპ-ს ფილებისგანაა
დამზადებული. ერთი შეხედვით ეს არჩევანი ხელსაყრელი და ეკონომიურია, თუმცა
გრძელვადიან პერსპექტივაში დამკვეთს ეს გადაწყვეტილება ბევრად ძვირი უჯდება, ვიდრე
ერთხელ მისი ხარისხიანად გაკეთება.
FunderMax-ის წარმოების HPL პანელებისგან დამზადებული სანიტარული ტიხრები და კაბინები
მაღალი ხარისხის კონსტრუქციებია, რომელთა ექსპლუატაციის მინიმალური ვადა 50 წელია.
აღსანიშნავია, რომ ამავე მასალით შესაძლებელია სანიტარულ კვანძებში როგორც შიდა
კედლებისა და ხელსაბანების მაგიდების მოპირკეთება, ასევე მათ ირგვლივ კარადების
მოწყობაც.


სანიტარული კვანძებისთვის განკუთვნილი FunderMax-ფილების ძირითადი მახასიათებლებია:

  • აბსულუტური ნესტგამძლეობა - პანელები უძლებს წყალს და მაღალ ტენიანობას.
    წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. ფილები თვითმზიდია და
    ამიტომ მონტაჟისას დამატებით პროფილებს არ საჭიროებს. ამასთან ერთად მასალა
    მარტივად მუშავდება;
  • ანტივანდალურობა - HPL პანელების სპეციალური საფარი იცავს ზედაპირს
    დაზიანებისგან, როგორიცაა დარტყმა, სიგარეტის ნამწვი, ნაკაწრები, წარწერები,
    საღებავები და ა.შ;
  • ზედაპირების და ფერების დიდი ასორტიმენტი - თქვენ განკარგულებაშია 220-ზე მეტი
    დეკორი, რაც საშუალებას გაძლევთ გასცდეთ სტანდარტულ ჩარჩოებს და თქვენს
    იდეებს მრავალფეროვნება შემატოთ;
  • არასტანდარტული მიდგომა - კაბინებზე შესაძლებელია სხვადასხვა წარწერისა
  • და სანომრე ნიშნებისა ფრეზირება.
  • ადვილად იწმინდება, არ იკრავს ბაქტერიებსა და მიკრობებს;
  • მასალა ეკოლოგიურად უსაფრთხოა;
  • მდგრადობა და გამძლეობა ფიზიკურ ზემოქმედების მიმართ;
  • ციფრული ბეჭდვის შესაძლებლობა;
  • მარტივი მონტაჟი.
     

სანტექნიკური ტიხრების ფურნიტურა
ჩვენ გთვაზობთ მხოლოდ მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ სამონტაჟო
ფურნიტურას.

სანიტარული კაბინების სტანდარტული ზომები:
სიმაღლე: 1850 მმ;
გამყოფი ტიხრის განი: 1200-1600 მმ;
კარების განი: 600-900 მმ;
კარებს შორის ტიხრის განი: 150-500 მმ.

სანიტარული კაბინებისა და საშხაპე ტიხრების გამოყენების არეალი:

  • სავაჭრო-გასართობი კომპლექსები;
  • სპორტული ცენტრები;
  • აეროპორტები და სადგურები;
  • საოფისე ცენტრები, ბანკები, სასტუმროები;
  • კინოთეატრები, საკონცერტო და სხვა დარბაზები;
  • ადმინისტრაციული და საწარმოო შენობები.

ხშირად დასმული კითხვები

რა ზომაა FunderMax - ის ფილები ?

4100 X 1854 mm,   4100 X 1300 mm,   2800 X 1854 mm,  2800 X 1300 mm 

FunderMax - ის  ფილები ინტერიერის კედელზე არ ხუნდება, არ იწვის, ეკოლოგიურია.

დაგვიკავშირდით ნომრებზე:
 + 995 (5)  99   110  146
 + 995 (5)  98   733  909