პროდუქტები

FunderMax - ფასადის მოსაპირკეთებელი ფილები

FunderMax დიდი შესაძლებლობების მქონე მასალაა,რომლის გამოყენების არეალი უსაზღვროა.

FunderMax - HPL (High Pressure Laminates) პანელები ავსტრიაში იწარმოება.
ქარხანა 100 წელზე მეტი ხნისაა და ევროპაში ლამინირებული კომპოზიტური პანელების უდიდეს მწარმოებლად ითვლება. დაარსების დღიდან კომპანია მუდმივად აუმჯობესებს ტექნოლოგიებს, ქმნის უნიკალურ, მაღალი ხარისხისა და გამძლეობის პროდუქციას, რომლის ანალოგი ტექნიკური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების მხრივ არ არსებობს.


 

Max Exterior – F ხარისხი
კომპანია FunderMax-ი აწარმოებს ექსტერიერის მოსაპირკეთებელ ფილებს,  რომელთა სტრუქტურა და ამტანუნარიანობა მაღალი ხარისხის შენარჩუნებისა და ხანგრძლივი მოხმარების გარანტიაა. ფილები საკმაოდ მსუბუქია და განსაკუთრებით გამძლეა გარემო პირობების მიმართ, ამიტომ გამოიყენება გარე ფასადის, აივნებისა და როგორც ახალი, ასევე ძველი შენობების მოსაპირკეთებლად. 

FunderMax HPL - ფილების  ზომებია: 
GR - 2800 x 1300 მმ;
SP - 2800 x 1854 მმ;
OF - 3670 x 1630 მმ;
JU - 4100 x 1300 მმ;
XL - 4100 x 1854 მმ.

 



 

 

 

 

ექსტერიერის ფილები გამოიყენება:

  • ვენტილირებადი ფასადებისათვის;
  • ტერასების, აივნების  და აივნის ტიხრებისათვის;
  • ღობეებისა და მოაჯირებისათვის;
  • ბაღისა და პარკის ავეჯისათვის.


ექსტერიერის ფილების უპირატესობები:

  • ორმხრივი ზედაპირი(დეკორი ორივე მხრიდან);
  • უძლებს ტენიანობას, არ იწოვს სითხეს;
  • ხმის იზოლაცია;
  • ეკოლოგიურად სუფთა მასალა;
  • არ ხუნდება, არ ზიანდება, დარტყმის მიმართ გამძლე;
  • ფერებისა და ზომების ფართო ასორტიმენტი;
  • უძლებს ტემპერატურის ცვლილებას  ( -60 გრადუსიდან +180 გრადუსამდე). 

 

 

 

 







Max Exterior რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: 

  • Max Exterior Individual - სრულადაა მორგებული მომხმარებლის სურვილსა და ინტერესებზე. დამკვეთს შეუძლია ინდივიდუალურად შეარჩიოს სასურველი დიზაინი, დეკორი და სტილი.


     


 

 

 

  • Max Exterior Lap Siding - ე.წ საიდინგის ტიპის პანელებია, რომლებიც სპეციალური ზომისა და ფორმის მიხედვით წინასწარაა დამზადებული. ფილები ძირითადად გამოიყენება გარე ფასადის, სახლებისა და კოტეჯების, მათ შორის ღობეების მოსაპირკეთებლად.

 

 

 

 

 

 

  • Max Exterior Gloss - ფილები პრიალა ზედაპირით, რომელთაც გარე ფასადის,  ინტერიერის კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად იყენებენ. 

 


 

 

 

  • Max Authentic Nature - სახელწოდებიდან გამომდინარე, ამ ფილებს სპეციალური ზედაპირი აქვს, მზის ზემოქმედების შედეგად თითოეული მათგანი  უნიკალურსა და აუთენტიკურ შეფერილობას იღებს. პანელების ძირითადი უპირატესობაა ტენიანობისა და ტემპერატურის ცვალებადობის გამძლეობა. 


 

 

 

    NY Sky
    სპეციალური ფილები, რომლებიც ბეტონისა და ქვის ეფექტის შექმნის საშუალებას იძლევა. ეს უნიკალური ზედაპირი მაღალი ოპტიკური
    ხარისხით გამოირჩევა, ხაზს უსვამს ვიზუალურ სიღრმეს, დეტალებს და ქვის ტექსტურის იდეალური იმიტაციაა.
    ფილების ზომები: 
    2800 х 1300 მმ; 
    2800 х 1854 მმ; 
    4100 х 1300 მმ; 
    4100 х 1854 მმ.

     


     

       

       

       



       

      Max Exterior Individual - ინდივიდუალური დეკორი

      თქვენი იდეების გაცოცხლებისა და რეალობად ქცევის საუკეთესო გზა FunderMax-ის ინდივიდუალური დეკორია.
      ამ მიმართულებისა და განსაკუთრებული ფილების წყალობით, თქვენ სრული თავისუფლება გაქვთ
      შექმნათ ფასადის უნიკალური დიზაინი, ისეთი, როგორსაც სხვაგან ვერ შეხვდებიან, მოაწყოთ აივნები და
      გარე თუ შიდა გამოყენების ავეჯის ელემენტები.
      ინდივიდუალური დეკორის შექმნისას FunderMax ციფრული ბეჭდვის სპეციალურ მეთოდს იყენებს,
      რომელიც მკვეთრად განსხვავდება ისეთი კლასიკური მეთოდებისგან, როგორიცაა ოფსეტური და ღრმა ბეჭდვა.
      ინდივიდუალური დეკორის ხარისხი უმეტესწილად დამოკიდებულია გრაფიკული ფაილის ხარისხზე, რაც უფრო
      მაღალი რეზოლუცია ექნება ფაილს, მით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ.

      3 ფორმატი ინდივიდუალურ სტილში

      ჩვენი კომპანია დაგიმზადებთ ფილებს სასურველი გაფორმებით შემდეგი ფორმატით:

      • TK - მინი ფორმატი კარებისთვის
        ბეჭდვის არე: 2100 x 1020 მმ;
        პანელის საბოლოო ფორმატი: 2140 x 1060 მმ.
         
      • GR - დიდი ფორმატი;
        ბეჭდვის არე: 2760 x 1260 მმ;
        პანელის საბოლოო ფორმატი: 2800 x 1300 მმ.
         
      • JU - ფორმატი "ჯუმბო"
        ბეჭდვის არე: 4060 x 1260 მმ;
        პანელის საბოლოო ფორმატი: 4100 x 1300 მმ.

         

      პროდუქტები და ზედაპირები:
      თხელი პლასტიკი (HPL): FH, MT, SG
      Max Compact Interior: FH
      Max Compact Exterior: NT


      M. Look
      საფასადე ფილები ყველაზე მაღალი A1 ცეცხლგამძლეობის კოეფიციენტით. 
      ფილების ზომები: 
      3500x1330 მმ

       



       

       

       

       

       

      FunderMax - HEXA

      კომპანია FunderMax-ი აწარმოებს სპეციალურ ფილებს იატაკის მოსაპირკეთებლად,
      NH – HEXA საფარით.
      პოლიურეთან-აკრილის ბაზაზე დაფუძნებული საფარი რელიეფურია, რაც ქმნის მყარ
      ზედაპირს, უძლებს ტენიანობას და დასველების შემთხვევაშიც არ სრიალებს. სწორედ
      ამიტომ ფილები გამოიყენება აივნების, ვერანდების, კიბეების, აუზებისა და შადრევნების
      ირგვლივ იატაკის მოსაპირკეთებლად.

       

       

       


      ძირითადი უპირატესობები:

      • ორმხრივი ზედაპირი (დეკორი ორივე მხრიდან);
      • უძლებს ტენიანობას;
      • უძლებს დიდ დატვირთვებს;
      • არ რეაგირებს ტემპერატურის ცვალებადობაზე ( -60 გრადუსიდან +180
        გრადუსამდე);
      • არ იკაწრება, არ ხუნდება, დარტყმის მიმართ გამძლე;
      • დეკორის, ზომისა და ფორმის დიდი არჩევანი.

      მახასიათებლები:

      • NH ზედაპირი (მოცურების საწინააღმდეგო საფარი);
      • გამძლე ულტრაიისფერი სხივების მიმართ;
      • F ხარისხი - ცეცხლგამძლე (ყავისფერი);
      • ფილების ზომა: 4100 x 1854 მმ = 7,59 მ²;
      • მოცურების წინააღმდეგობა: R 10 DIN 51130-თან შესაბამისად;
      • სისქის დიაპაზონი: 6,0 – 20,0 მმ (6, 8, 10, 12, 15, 16, 18, 20 მმ).

      ხშირად დასმული კითხვები

      რამდენად გამძლეა?

      FunderMax - ის  ფილები გარე ფასადზე არ ხუნდება, არ იწვის, ეკოლოგიურია.

      არა.  აუცილებელია წინასწარ კედელზე ალუმინის ქვეკონსტრუქციის მოწყობა, რომელზეც მაგრდება პანელი.

      დაგვიკავშირდით ნომრებზე:
       + 995 (5)  99   110  146
       + 995 (5)  98   733  909

      მიმაგრებული ფაილები

      FunderMax ფერები

      იხილეთ ექსტერიერის ფერების პრომო ვიდეო