20
იანვარი
2025

თბილისის 138-ე საჯარო სკოლის ფასადი
თანამედროვე, ორიგინალური ფასადის მოსაწყობად გამოვიყენეთ 𝐅𝐮𝐧𝐝𝐞𝐫𝐦𝐚𝐱-ის რამდენიმე ფერის 6 მმ სისქის HPL პანელები, პერფორირებულ ნაწილში - 10 მმ სისქის პანელები.
ახალი სკოლა თემქის დასახლებაში ავარიული სკოლის ნაცვლად აშენდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი და სამსართულიან შენობაში საკლასო ოთახებთან ერთად თავმოყრილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და დახურული დარბაზი.