სიახლეები

05

ივლისი 2022
რუსთავის სპორტული კომპლექსის ფასადს „ეუროფასადი“ მოაპირკეთებს

რუსთავის სპორტული კომპლექსის ფასადს „ეუროფასადი“ მოაპირკეთებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ რუსთავში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსს აშენებს. სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს სამშენებლო კომპანია „არალი“.

სპორტული კომპლექსი ორსართულიანი იქნება და მასში 1500 მაყურებელზე გათვლილი დახურული სპორტული დარბაზი მოეწყობა. სპოტრული დარბაზის და კომპლექსის სხვადასხვა სივრცეების გამოყენება შესაძლებელი იქნება სპორტის ისეთი სახეობებისთვის როგორიცაა კრივი, კალათბურთი, ხელბურთი, მინი ფეხბურთი და სხვა.

  • ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება Fundermax-ის უმაღლესი ხარისხის HPL პანელები.
  • ფასადის ფართობი: 3600 მ2
  • პროექტის ავტორები: გიორგი ნოზაძე, ილია იოსელიანი, გიორგი ცხოიძე.