11

პოლიკარბონატი და მისი შესაძლებლობები
პოლიკარბონატი პლასტიკური პოლიმერიაა, რომლის მთავარი უპირატესობებია:
მონტაჟის სიმარტივე, მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი.
აღსანიშნავია მისი მახასიათებლებიც:
- მასალის სიმსუბუქე - 16-ჯერ უფრო ნაკლებს იწონის, ვიდრე მინა;
- დარტყმისადმი გამძლეობა;
- თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებელი;
- შუქგამტარიანობის მაღალი შედეგი - მასალის გამჭვირვალეობის კოეფიციენტი
- 86%-ს შეადგენს;
- ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა
მიუხედავად ამ შესაძლებლობებისა, პოლიკარბონატი საქართველოს ბაზარზე
ნაკლებადაა ათვისებული.
წარმოგიდგენთ ერთ-ერთ შენობას, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საოფისეკომერციულ ცენტრს.
გამოყენებული მასალა: ევროპული წარმოების პოლიკარბონატის ფილები
კედლების სისქე: 4 მმ
ფასადის მოპირკეთება: „Fundermax“
არქიტექტორი: „არტსტუდიო“.
პოლიკარბონატის კედელს არ სჭირდება დამატებით მოპირკეთება არც ფასადზე, არც
ინტერიერში. ვიზუალურად დახვეწილ მასალას ასევე გააჩნია თბოიზოლაციის მაღალი
მაჩვენებელი. ის უკეთ აბალანსებს ტემპერატურას, ვიდრე მინა.
ამ მასალას შეიძლება უნივერსალურიც ეწოდოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ
ამ თვისებების მატარებელი მხოლოდ ევროპული წარმოების ფილებია. ბაზარზე ასევე
გვხვდება დაბალი ხარისხის და ფასის თურქული, ჩინური ან რუსული ე.წ. ანალოგები.
რაგბის სტადიონი “ავივა”, რომელიც დუბლინში მდებარეობს, სწორედ
პოლიკარბონატის ფილებითაა გადახურული.
"NTAR”
“როდეკა”-ს კიდევ ერთი პროექტი. გერმანული სიზუსტითა და ხარისხით
უზრუნველყოფილი შუქგამტარიანობა, თერმული ხმის იზოლაცია და გამძლეობა.
ევროპაში პოლიკარბონატის კედლების გამოყენება განსაკუთრებით პოპულარულია
სპორტდარბაზებში, კინოთეატრებსა და სხვა საზოგადოებრივ თუ სამრეწველო
შენობებში.