08

ეუროფასადის სტუდენტური კონკურსი 2019
ჩვენი კომპანია მუდმივად ეძებს სიახლეებს და ახალ გამოწვევებს. სწორედ ამიტომ
სტუდენტებს, რომლებიც ახალი ხედვითა და იდეებით გამოირჩევიან, კონკურსი
შევთავაზეთ.
კონკურსია მიზანი კომპანია “ეუროფასადის” ახალი შოურუმის ინტერიერისა და
ფასადის საუკეთესო პროექტის გამოვლენა იყო, რასაც დიდი დაინტერესება და
გამოხმაურება მოჰყვა.
11 მაისს, გახოკიძის 2-ში, კომპანია “ეუროფასადის” ახალ შოურუმში სტუდენტური
არქიტექტურული კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდა „Fundermax”-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
დანიელ ოლევი.
ჟიური შემდეგი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული:
- ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი ნინო იმნაძე;
- ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ ქობულია;
- კომპანია „ეუროფასადის“ დირექტორი ბესიკ საბაშვილი-ჟიურის თავმჯდომარე;
- კომპანია “ეუროფასადის” ტექნიკური დირექტორი ანდრეი სლაძევსკი;
- თსსა პროფესორი, არქიტექტორი ზაქარია ქურდიანი;
- თსსა პროფესორი ნოდარ ამაშუკელი;
- თსაა პროფესორი გიორგი ჩხაიძე;
- ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,
- არქიტექტორი – ლაურა ქუმსიაშვილი;
- ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,
- არქიტექტურის პროგრამის კოორდინატორი ია კუპატაძე.
კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ აზომვითი ნახაზისა და
გეგმის შესაბამისად მოეფიქრებინათ და შეესრულებინათ ინტერიერის და ფასადის
რეკონსტრუქციის პროექტი.
დაწესებული იყო შემდეგი ჯილდოები:
- პირველი ადგილი – 1500 ლარი
- მეორე ადგილი – 1000 ლარი
- მესამე ადგილი – 500 ლარი
კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა, რომლის ავტორი ტექნიკური უნივერსიტეტის
სტუდენტთა ჯგუფია:
მარიამ ღვინეფაძე, ანა ნაცვლიშვილი და ნუცა კიკნაველიძე.
მეორე ადგილისთვის განკუთვნილი პრიზი წილად ერგო სტუდენტთა ჯგუფს შემდეგი
შემადგენლობით: თეო გეგეშიძე, თინათინ ჯანიაშვილი, ნიკა კალანდარიშვილი,
თორნიკე დუნდუა
მესამე ადგილი დაიკავა: ზაალ სიფრაშვილმა და ნიკა ნიქაბაძემ
„ეუროფასადის სპეციალური პრიზი გიორგი (გეგი) ევსიასა და ტატა ზაქარაიას
პროექტს გადაეცა.
შოურუმის მისამართია: ქ.თბილისი, გახოკიძის ქუჩა №2