სიახლეები

25

თებერვალი 2018
"Batumi Build 2018" - მე 8 საერთაშორისო გამოფენა

"Batumi Build 2018" - მე 8 საერთაშორისო გამოფენა

2018 წლის 7-9 დეკემბერს ქალაქ ბათუმში მონაწილეობა მივიღეთ სამშენებლო
მასალებისა და ტექნოლოგიების მე-8 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში.
გამოფენაზე წარვადგინეთ და საზოგადოებას გავაცანით ჩვენი სამშენებლო მასალები,
ტექნოლოგიები, რომელთაც როგორც გარე ფასადის, ასევე ინტერიერის კედლების
მოსაპირკეთებლად ვიყენებთ.
ბათუმის მე-8 საერთაშორისო სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიები.
გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვქონდა ამ პროექტის ნაწილი ვყოფილიყავით,
რადგან მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის საჭირო და საინტერესო ღონისძიებები
დამატებითი საშუალებაა ჩვენი პროდუქცია უფრო ფართო საზოგადოებასა და
დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ, ამასთან ერთად თავად შევიტყოთ სამშენებლო და
დიზაინის სფეროში არსებული სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ.