ეძებთ თქვენი პროექტისთვის საფასადე გადაწყვეტას?
მოგვმართეთ კომპანია ეუროფასადს - ჩვენ შემოგთავაზებთ საუკეთესო ფასებსა და მიწოდების ყველაზე კარგ პირობებს!
საქმე, რომელიც გიყვარს, ყოველთვის უკეთესად გამოდის.
2005 წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ვმუშაობთ და ვვითარდებით
სფეროში, რომელიც მოიცავს: ფასადისა და ინტერიერის კედლების მოპირკეთებას ვენტილირებადი ფასადის პრინციპით, ფასადის ინჟინერინგს, მონტაჟს, სამშენებლო კონსულტაციას, მოსაპირკეთებელი მასალებით ვაჭრობას, HPL პანელებისგან სანიტარული კაბინების, კარების, ჭიშკრების, ტიხრების, ღობეების, გარე და შიდა მოხმარების ავეჯის და მისი ცალკეული ელემენტების (სამზარეულოს ტოპები, მაგიდის და სკამების ზედაპირები და ა.შ) დამზადებას.
ეს საქმე ლატვიაში 2005 წელს დავიწყეთ და არაერთი პროექტი წარმატებით შევასრულეთ. 2009 წლიდან კი ანალოგიური საქმიანობა საქართველოში გავაგრძელეთ, რისთვისაც კომპანია „ეუროფასადი“ დავაფუძნეთ.
საქართველოს ბაზარმა ეს წამოწყება კარგად მიიღო, გაჩნდა ინტერესი ჩვენ მიმართ. იმ პერიოდში გავმართეთ ასობით შეხვედრა არქიტექტორებთან, მშენებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. სწორედ მაშინ გადადგმულმა თამამმა ნაბიჯებმა საბოლოოდ დღევანდელ წარმატებამდე მოგვიყვანა.
დაარსების დღიდან
დაარსების დღიდან „ეუროფასადი“ სამშენებლო და დეველოპერული
კომპანიებისათვის, არქიტექტურული ბიუროებისა და კერძო პირებისთვის მეგობარი,
მრჩეველი და საიმედო პარტნიორია. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ბაზაში
საქართველოში, აზერბაიჯანსა და ლატვიაში 200-ზე მეტი შესრულებული ფასადისა და ინტერიერის მოპირკეთების პროექტი დაგროვდა.
ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანიის, „FunderMax“-ის
ავტორიზებული პარტნიორები ვართ. ვყიდით და გადავამუშავებთ მისი წარმოების
HPL პანელებს, რომელთა ხარისხი მსოფლიოს მასშტაბითაა აღიარებული.
საქართველოს ბაზარზე ჩვენ ასევე ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ცნობილ ევროპულ მწარმოებლებს: SCALAMID, METAWELL, FIBRE C, CETRIS. ყოველი მათგანი აწარმოებს ფასადისა და ინტერიერის კედლების მოსაპირკეთებელ უნიკალურ პროდუქტებს.
ჩვენი გამოცდილება
ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველაზე რთული პროექტები, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში ჩავერთოთ ფასადის პროექტირების ნაწილშიც.
„ეუროფასადი“ ორგანიზებას უწევს ფასადზე ყველაზე რთული სასიმაღლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას.
მაგალითად, თბილისში, სანდრო ეულის #5-ში განხორციელებული ვენტილირებადი ფასადის პროექტი. შენობის სიმაღლე 105 მეტრია და ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალ შენობად ითვლება, რომლის გარე ფასადიც „ფუნდერმაქსის“ ფილებით შესრულდა. სიმაღლის მიხედვით რიგით მეორე პროექტი თბილისში, ჭავჭავაძის #75-ში მდებარე შენობაა, რომლის სიმაღლე 80 მეტრია, მესამე კი 75 მეტრს შეადგენს და თბილისში, თამარაშვილისა და წერეთლის კვეთაზე მდებარეობს.
მწარმოებელ ქარხნებთან, სასაწყობე და ლოჯისტიკურ კომპანიებთან მრავალწლიანი წარმატებული მუშაობის გამოცდილება იმის გარანტიაა, რომ ჩვენ ყველაზე სწრაფად, საუკეთესო ფასებითა და პირობებით მოგაწვდით თქვენთვის საჭირო მოსაპირკეთებელ მასალებს ან გაგიწევთ სრულ მომსახურებას.
ჩვენ საწყობში მუდმივად გვაქვს მოსაპირკეთებელი მასალა და საფასადე სამუშაოების დასაწყებად საჭირო ალუმინის ქვეკონსტრუქცია, ხარაჩო და ამწე კალათები.
ჩვენი გუნდი
„ეუროფასადის“ გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით,
რომლებისთვისაც საქმის სიყვარული და პროფესიული განვითარება უპირველესია.
სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას თავი გავართვათ ყველაზე რთულ ამოცანებს.
პროექტის ღრმა შესწავლა, ტექნიკური დეტალების კარგი ცოდნა, დიდი გამოცდილება,
მობილურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინდივიდუალური მიდგომა
თითოეულ დამკვეთთან ის ძირითადი მახასიათებლებია, რომელთა დახმარებითაც
ყველასგან გამოვირჩევით და ბაზარზე მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებულ
მომსახურებას ვამკვიდრებთ.
მრავალ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსსა თუ სამშენებლო გამოფენაზე მიღებული ჯილდოები ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების საუკეთესო ხარისხის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს. დამკვეთების ნდობა კი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ჩვენი საფასადე სისტემების ექსპლუატაციის ვადა მინიმუმ 50 წელია!
წლების განმავლობაში დაგროვილმა უნიკალურმა გამოცდილებამ, წარმატებულმა
პროექტებმა, მოგვცა მოტივაცია შეგვექმნა მეტი და ჩვენი საქმიანობა უფრო მრავალფეროვანი კუთხით გაგვევითარებინა :
- 2018 წელს გურიაში, კერძოდ, შეკვეთილში გავხსენით რესტორანი და სასტუმრო “EF PALACE”
- 2019 წელს დავაფუძნეთ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია - „ეიფორია“
შესაბამისად, 2018 წლიდან ბაზარზე ვოპერირებთ „ეფ ჯგუფის“(EF GROUP) სახელით.
- კომპანია "ეუროფასადი" მუდმივად იღებს მონაწილეობას სამშენებლო გამოფენებში როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.