ჩვენი პროექტები
საინტერესო

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პერფორირება და Fundermax

პერფორირება- ესაა ფასადების მოპირკეთების მოდური ტენდენცია, რომელიც  უძველესი დროიდან  აქტუალურია.

სტილისტიკა იცვლება- ახალი, თანამედროვე სამშენებლო მასალები გამოჩნდა, მაგრამ პერფორირებული შენობები ნებისმიერი ქალაქის სახეს განუმეორებელ შტრიხებს მატებს და  უპირობო ინდივიდუალურობა გააჩნია.

Fundermax HPL პანელები ახალი და რენოვაციის პროცესში მყოფ შენობათა ცალკეული თუ სრული მოპირკეთების მიზნით გამოიყენება. აქტუალურია აივნებთან, კიბის მოაჯირების, შემავსებლებთან , ღობეებთან, ჭერებთან   და  დარაბებთან მუშაობის დროს.

საცხოვრებელი სახლის პერფორირებული ჭერი

სავაჭრო ცენტრი დიღმის შემოსასვლელში. გამოყენებულია პერფორირებული Fundermax.

პერფორირების უპირატესობებია: მონტაჟის სიმარტივე, დიზაინის ფართო არჩევანი და მოპირკეთებული ფასადების აღქმადობის ხარისხის გაზრდა. საჭირო არაა წყლის შხეფებისგან სპეციალური შეფუთვა, რაც ბევრ ტექნიკურ და ესთეტიურ პრობლემას ხსნის.

პერფორირებისთვის გამოსაყენებელი პანელების ოპტიმალური სისქეა 8,10,12 მმ, სრული დიაპაზონი-4-12მმ

მზა პანელები სამაგრებით,წებოთი ან როგორც ჩვეულობრივი ვენტელირებადი ფასადი  მაგრდება.

კოროზიას არ ექვემდებარება, შემდგომი დამუშავების საჭიროება არაა, ნესტს და ბუნებრივ პირობებს უძლებს.

პერფორირების მზა მაგალითები