ჩვენი პროექტები
საინტერესო

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პოლიკარბონატის გამორჩეული შესაძლებლობანი

საოფისე-კომერციული ცენტრი ბელიაშვილის ქუჩაზე. გამოყენებული მასალა: ფასადის მოპირკეთება- „FunderMax“, პოლიკარბონატის კედლები-dott.gallina. არქიტექტორი: „არტსტუდიო“.

პოლიკარბონატის შესაძლებლობანი საქართველოში შედარებით ნაკლებადაა ათვისებული, თუმცა ქ.თბილისში,  ბელიაშვილის ქუჩაზე  მდებარე  საოფისე-სავაჭრო ცენტრის მაგალითზე შეგვიძლია უკეთესად დავინახოთ.

 

 

პოლიკარბონატის კედელი ერთდროულად ასრულებს ფასადის და ინტერიერის მოპირკეთების ფუნქციასაც. შუშასთან შედარებით უკეთ უზრუნველყოფს  შენობის შიგნით ტემპერატურის  სტაბილურობას.   საქმე უნივერსალური გამოყენების პროდუქტთან გვაქვს, მაგრამ მხედველობაში უნდა მივღოთ, რომ ამ თვისებების მატარებლები არიან ევროპელი მწარმოებლების პოლიკარბონატის ფილები და არა იაფფასიანი თურქული, ჩინური ან რუსული ე.წ. ანალოგები.


რაგბის სტადიონი "ავივა" დუბლინში. მისი გადახურვაც პოლიკარბონატის ფილებითაა შესრულებული


 

გაეცანით პოლიკარბონატის ფილების მწარმოებელ გერმანულ http://rodeca.de/

 

“NTAR”

"როდეკა"-ს კიდევ ერთი პროექტი. გერმანული სიზუსტით და ხარისხით უზრუნველყოფილი შუქგამტარიანობა, თერმო, ხმის იზოლაცია და გამძლეობა.


 

ევროპაში პოლიკარბონატის კედლები განსაკუთრებით პოპულარულია სპორტდარბაზებისთვის,კინოთეატრებისთვის და სხვა საზოგადოებრივი თუ სამრეწველო შენობებისთვის.


 

დავუბრუნდეთ საქართველოს. ეს ჩვენს მიერ პოლიკარბონატის ფილებით შესრულებული სახურავია ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საოფისე კომერციულ შენობაში.

საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ წამყვან ევროპულ ბრენდებს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე