ჩვენი პროექტები
ვენტილირებადი ფასადი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს ვენტილირებადი ინტერიერის მოპირკეთებისთვის.


ვენტილირებადი ფასადის მოსაპირკეთებლად ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მასალებს:


ფუნდერმაქსი(HPL კომპაქტპანელები ექსტერიერისა და ინტერიერისათვის);
რიდერი([fibre C BY RIEDER]-ფიბრობეტონის ფილები ექსტერიერისა და  ინტერიერისათვის);
მეტაველი(ალუმინის მსუბუქი ფილები ექსტერიერისა და ინტერიერისათვის);
ეუროპანელი(ეტერნიტი-ფიბროცემენტის ფილები ექსტერიერისა და ინტერიერისათვის).

    

ვენტილირებადი ფასადები

ვენტილირებადი ფასადი - ეს არის კონსტრუქცია რომელიც შედგება ფასადის დამცავ - მოსაპირკეთებელი მასალისა და კედელზე მისი სამაგრი ქვეკონსტრუქციისაგან. ქვეკონსტრუქცია მაგრდება შენობის ფასადზე ისე რომ, მოსაპირკეთებელ მასალასა და კედელს შორის დარჩეს საჰაერო შრე, რომელიც მოქმედებს ბუნებრივი სავენტილაციო - გამწოვი მილის პრინციპით, ატმოსფერულ ნალექებს და ტენს აცილებს შენობის კედლებს, უზრუნველყოფს კედლების მუდმივ დაცვას, ამცირებს თბოდანაკარგებს. ვენტილირებადი ფასადი გამოიყენება როგორც ახალი, ასევე ძველი შენობების რეკონსტრუქციისათვის.

ძირითადი უპირატესობები:

• არქიტექტურული შემოქმედების ფართო შესაძლებლობა;

• მაღალი თბო, ჰიდრო, ხმის და ხმაურის საიზოლაციო თვისებები;

• შენობის მზიდი კონსტრუქციების, კედლების მუდმივი დაცვა კლიმატური და ფიზიკური ზემოქმედებისაგან;

• კედლების თერმული დეფორმაციის თავიდან აცილება;

• ფასადის მონტაჟის შესაძლებლობა წელიწადის ყველა დროს;

• მოსაპირკეთებელი კედლების დეფექტების და ზედაპირის გასწორების შესაძლებლობა;

• ნებისმიერი მასალით აშენებული კედლის (ბეტონი, აგური, ბლოკი, ხე, ლითონკონსტრუქცია) მოპირკეთების შესაძლებლობა;

• ფასადის ხანგრძლივი საექსპლოატაციო ვადა (50 წელი). მთელი ამ ხნის განმავლობაში არ საჭიროებს რემონტს;

• შენობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში ფასადის კონსტრუქციების ხელახლა გამოყენების შესაძლებლობა;

• შენობა ვენტილირებადი ფასადით პრესტიჟულია.

თერმოიზოლაცია-სითბო.

თერმოიზოლაცია საშუალებას გაძლევთ
საიმედოდ დაიცვათ შენობა სითბოს
ზედმეტობისგან,
ყველაზე ცხელ დღეებშიც კი.                               
დაცვა წვიმისგან.

კედელი არ სველდება ყველაზე
ძლიერი წვიმის დროსაც კი. ფასადის უკანა კედელზე გადასული წყალი შრება ჰაერის ნაკადისგან რომლიც შექმნილია სავენტილაციო შრეში                           
თერმოიზოლაცია-სიცივე.

თერმოიზოლაცია და მოსაპირკეთებელი
პანელები ფასადზე, მნიშვნელოვნად
ამცირებენ ენერგოდანახარჯებს
შენობის გათბობაზე.
ხმაურის იზოლაცია.

საიმედოდ გვიცავს ხმაურისგან,
აქრობს ვიბრაციებს და ამცირებს ელექტრომაგნიტურ ზემოქმედებას
თერმული გაფართოება.

კონსტრუქცია დაცულია ტემპერატურული                 
ზემოქმედებისაგან. ფასადის სისტემა ითვალისწინებს თერმული გაფართოების
და შემჭიდროების შესაძლებლობას
ტემპერატურის მკვეთრი      ცვლილების დროს                    
სახანძრო უსაფრთხოება.

ფასადის ზედაპირი წინააღმდეგობას
უქმნის ღია ალს,ირეკლავს სიცხეს,ხელს არ უწყობს წვას,გაცხელებისას არ გამოყოფს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს