ჩვენი პროექტები
MAX - ექსტერიერი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Мах - პანელები ექსტერიერისთვის

 

  • მტკიცე როგორც კლდე;
  • დროით გამოცდილი ხარისხი;
  • ცნობილია რომ მაქს - პანელები წარმოადგენენ  სიმტკიცისა და საიმედოობის იდეალს.

Мах - პანელი ეს არის კომპოზიტური მასალა დიდფორმატიანი ბრტყელი პანელის სახით, რომელიც ორივე მხრიდან დაფარულია მდიდარი პალიტრის მქონე განსაკუთრებით მყარი ლამინატით (HPL- High Pressure Laminate).

პანელი იცავს შენობის კედლებს დაზიანებისაგან, ხელს უშლის კედელზე ნესტის მოხვედრას, გააჩნია სითბური გაფართოების დაბალი კოეფეციენტი, არის თბოელექტრომაიზოლირებელი მასალა, ახშობს ხმაურს. პანელები მყარია და მსუბუქი, თავისი სტრუქტურული აგებულების წყალობით არ დეფორმირდება, ადვილად მონტაჟდება შენობის ფასადზე.

ფორმატები:

2140 x 1060 მმ = 2.27 მ2

2800 x 1300 მმ = 3.64 მ2

4100 x 1300 მმ = 5.33 მ2

2800 x 1850 მმ = 5.18 მ2

4100 x 1850 მმ = 7.59 მ2

პანელები რეკომენდებულია კიდული ვენტილირებადი ფასადის მოსაწყობად, ღობეების, მოაჯირების, შენობების შიდა დეკორატიული მოპირკეთებისათვის, ავეჯისათვის და მრავალი სხვა სახის მოხმარებისათვის.

Мах - პანელი (МАХ) იწარმოება ავსტრიაში, ლამინირებული კომპოზიტური პანელების  მსოფლიოში უდიდეს ქარხანაშიFUNDERMAX, რომელიც არის ამ მასალის  ყველაზე ძველი და დიდი მწარმოებელი. FUNDERMAX არსებობს 60 წელზე მეტია. ის მუდმივად სრულყოფს ტექნოლოგიებს და ქმნის ამ სფეროში უნიკალურ სიახლეებს. ამჟამად МАХ - პანელი არის ცნობილი და მთელ მსოფლიოში ძალზე მოთხოვნადი მარკა რომელსაც ტექნიკური მახასიათებლების და დეკორის მრავალფეროვნების თვალსაზრისით  არ გააჩნია ანალოგი.

Мах ერთადერთი კომპოზიტური პანელია რომელსაც აქვს დეკორების ასეთი ფართო გამა:სპილენძი, ქვა, ხე, ტერაკოტა ”მეტალიკის” ეფექტით.

МАХ - პანელის გამოყენება შესაძლებელია როგორც ექსტერიერში - კიდული ვენტილირებადი ფასადების, აივნების, მიწისქვეშა გადასასვლელების, ესტაკადების, მეტროს და რკინიგზის სადგურების, ღობეების, ასევე შენობის ინტერიერში -  კედლების, ჭერის, ტრანსპორტის სალონების, ლიფტების, კაბინების, ავეჯის და ა.შ. მოპირკეთებისათვის.

МАХ - პანელი არ იკარებს ჭუჭყს და სუნს. არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

МАХ - პანელში არ აღწევს ნესტი, ხასიათდება სითბური გაფართოების დაბალი კოეფეციენტით, კარგად უძლებს ფიზიკურ ზემოქმედებას.
МАХ - პანელი არ იცვლის ფერს მზეზე, მასზე ვერ ახდენს გავლენას ულტრაიისფერი გამოსხივება, უძლებს ტემპერატურის ცვალებადობას -80-დან +180 გრადუსამდე. პანელების მონტაჟი ფასადზე იოლია და ხდება რამდენიმე სახის სამაგრის მეშვეობით. МАХ - პანელებით შესრულებული ვენტილირებადი ფასადი გამოიყენება რთულ კლიმატურ პირობებშიც, უკიდურესი ჩრდილოეთის და სამრეწველო რეგიონებში. 


МАХ - პანელი ექსტერიერისთვის (MAX Exterior), გამოიყენება შენობების ფასადების, სამრეწველო ნაგებობების, სპორტული და სავაჭრო კომპლექსების დეკორირებისათვის, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, საავტომობილო ესტაკადების მოსაპირკეთებლად. ასევე ისეთ რეგიონებში სადაც მეტად აღინიშნება შენობა-ნაგებობებზე გარემოს აგრესიული ზემოქმედება. ფერთა პალიტრის ფართო არჩევანი საშუალებას იძლევა პანელები გამოყენებული იქნას აივნების, პარაპეტების, კარებების, ჭიშკრების მოსაპირკეთებლად.  რეკომენდებულია ძველი შენობების რეკონსტრუქციისათვის მსუბუქი წონის გამოც. მათი  წონა და შესაბამისად დამატებითი დაწოლა  კედლებზე და საძირკველზე მინიმალურია - სულ 6 კილოგრამი  კვადრატულ მეტრზე.