Our projects
About us

Website works in test mode

 

company Eurofasad




კომპანია ”ეუროფასადის” შეხვედრა არქიტექტორებთან და მშენებლებთან. თბილისი



კომპანია ”ეუროფასადის” შეხვედრა არქიტექტორებთან და მშენებლებთან. გუდაური

ბალტიისპირეთის ქვეყნებში განხორციელებული მრავალი წარმატებული პროექტის შემდეგ, 2008 წ. დეკემბერში ლატვიურმა კომპანიამ ”PHK” ქართველ მშენებლებთან ერთად დააფუძნა კოპანია  ეუროფასადი”. დაფუძნებისთანავე კომპანია ”ეუროფასადმა” დაიწყო  მონაწილეობა პროექტების რეალიზაციაში როგორც საქართველოში ასევე ამიერკავკასიის მასშტაბით.

კომპანია ეუროფასადის” მისიაა ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიღებული დიდი  გამოცდილების დანერგვა ამიერკავკასიის სამშენებლო ბაზარზე. ფასადების და ინტერიერების მოპირკეთების სფეროში ახალი მასალების და საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტების მოძიება და განხორციელება. თანამედროვე მასალების მაღალი ესთეტიკური და ტექნოლოგიური თვისებების და შესაძლებლობების სრულად გაცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენება.

მიუხედავად იმისა რომ ფასადის და ინტერიერების მოსაპირკეთებელი მასალების არჩევანი ჩვენს ბაზარზე თანდათანობით იზრდება, მას მაინც ახასიათებს გარკვეული ერთფეროვნება. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო ჩვენი  არქიტექტორები და მშენებლები  ხშირად მოკლებულნი არიან მასალების მრავალფეროვნებას რის გამოც უჭირთ საკუთარი იდეების კონკრეტულ პროექტებში განხორციელება. ხანდახან მათ არც იციან ამა თუ იმ მასალი ან შესაძლებლობის შესახებ, რაც მათი ევროპელი კოლეგებისთვის ანბანური ჭეშმარიტებაა.

სწორედ ამიტომ კომპანია ეუროფასადი” საკუთარი განვითარების კონცეფციას ხედავს იმაში რომ თავის ამიერკავკასიელ კოლეგებს შესთავაზოს ფასადის და ინტერიერის მოსაპირკეთებელი ახალი მასალები და შესაძლებლობები, საინტერესო  არქიტექტურული და დიზაინერული გადაწყვეტები.

შპს ეუროფასადი საქართველო, თბილისი. ინდექსი: 0106 ვაჟა ფშაველას 52/3
ტელ./ფაქსი: (+995 32)395979
მობ.: (+995 599)110146
ელ - ფოსტა info@eurofasad.ge