ჩვენი შოურუმი სტუდენტების გემოვნებით გაფორმდება

11 მაისს,გახოკიძის 2-ში, კომპანია “ეუროფასადის” ახალ შოურუმში სტუდენტური არქიტექტურული კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

კონკურსია მიზანი იყო კომპანია “ეუროფასადის” ახალი შოურუმის ინტერიერის და ფასადის საუკეთესო პროექტის გამოვლენა

კონკურსმა მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. სულ შემოვიდა ცხრა პროექტი.  ჟიური შემდეგი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული:

  • ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი ნინო იმნაძე;
  • ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ ქობულია;
  • კომპანია „ეუროფასადის“ დირექტორი ბესიკ საბაშვილი-ჟიურის თავმჯდომარე;
  • კომპანია “ეუროფასადის” ტექნიკური დირექტორი ანდრეი სლაძევსკი;
  • თსსა პროფესორი,არქიტექტორი ზაქარია ქურდიანი;
  • თსსა პროფესორი ნოდარ ამაშუკელი;
  • თსაა პროფესორი გიორგი ჩხაიძე;
  • ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტორი – ლაურა ქუმსიაშვილი;
  • ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის პროგრამის კოორდინატორი ია კუპატაძე.

საკონკურსო პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ  მოეფიქრებინათ  და შეესრულებინათ აზომვითი ნახაზის და გეგმის შესაბამისად ინტერიერის და ფასადის რეკონსტრუქციის პროექტი.

დაწესებული იყო შემდეგი პრიზები:

პირველი ადგილი-1500 ლარი

მეორე ადგილი-1000 ლარი

მესამე ადგილი – 500 ლარი

ღონისძიებას ესწრებოდა Fundermax”-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი დანიელ ოლევი.

კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა,რომლის ავტორები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფია:  მარიამ ღვინეფაძე, ანა ნაცვლიშვილი და ნუცა კიკნაველიძე.

მეორე ადგილისთვის განკუთვნილი პრიზი წილად ერგოთ სტუდენტთა ჯგუფს შემდეგი შემადგენლობით:  თეო გეგეშიძე, თინათინ ჯანიაშვილი,ნიკა კალანდარიშვილი, თორნიკე დუნდუა

მესამე ადგილი   ჟიურიმ      სტუდენტებს  ზაალ სიფრაშვილსა და ნიკა ნიქაბაძეს მიაკუთვნა.  

„ეუროფასადის სპეციალური  პრიზი გიორგი (გეგი) ევსიას და ტატა ზაქარაიას   პროექტს გადაეცა .

შოურუმის მისამართია:  ქ.თბილისი,  გახოკიძის ქუჩა №2

ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა