ჩაერთე კონკურსში, გაეცანით პირობებს

კომპანია „ეუროფასადი“ ვითარდება და მალე თბილისში, გახოკიძის 2-ში ახალი ოფისითა და შოურუმით წარდგება მომხმარებლის წინაშე. ✨

🆒პროექტის განხორციელებისას გაჩნდა იდეა, რომ ჩვენი შენობის პროექტირებაში ჩაგვერთო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების არქიტექტურის ფაკულტეტის  სტუდენტები. ამ ინიციატივის მიზანია გავზარდოთ სტუდენტების ჩართულობა ჩვენი კომპანიის საქმიანობაში და დავეხმაროთ მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში.

შესაბამისად, ჩვენს მიერ ცხადდება კონკურსი საუკეთესო პროექტის გამოსავლენად.

 ➡️კონკურსის პირობები მარტივია:

  • მოცემული აზომვითი ნახაზის და გეგმის შესაბამისად  2019 წლის 8  მაისამდე გამოგვიგზავნეთ ინტერიერის და ფასადის რეკონსტრუქციის პროექტი, არანაკლებ სამი რენდერის თანხლებით  მეილზე info@eurofasad.ge 

➡️აუცილებელია პროექტს თან ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია:

  • კონკურსანტის(ან კონკურსში მონაწილე ჯგუფის) სახელი, გვარი და  საკონტაქტო ინფორმაცია (კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ სტუდენტებს)
  • საკონკურსო პროექტები მიიღება კონკურსის გამოცხადების დღიდან 2019 ლის 8 მაისამდე
  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან კონკურსის ჟიურის მიერ 2019 წლის 10 მაისს.

 პრიზები:

🥇პირველ ადგილზე გასული დასაჩუქრდება 1500 ლარით

🥈მეორე ადგილზე გასული დასაჩუქრდება 1000 ლარით

🥉მესამე ადგილზე გასული დასაჩუქრდება 500 ლარით

❌გაითვალისწინეთ:

  • საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ მიღებული პროექტები აღარ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას 💛💛

🏆კონკურსზე წარდგენილ პროექტებს შეაფასებს ჟიური:

  • პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი ნინო იმნაძე;
  • ლექტორი ვასილ ქობულია;
  • კომპანია „ეუროფასადის“ დირექტორი ბესიკ საბაშვილი-ჟიურის თავმჯდომარე;
  • კომპანია ეუროფასადის ტექნიკური დირექტორი ანდრეი სლაძევსკი;
  • თსსა პროფესორი,არქიტექტორი ზაქარია ქურდიანი;
  • თსსა პროფესორი ნოდარ ამაშუკელი;
  • თსაა პროფესორი გიორგი ჩხაიძე;
  • ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტორი – ლაურა ქუმსიაშვილი;
  • ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის პროგრამის კოორდინატორი ია კუპატაძე.

გადმოიწერეთ კონკურსისთვის აუცილებელი ფაილები: