კომპანია “ეუროფასადმა” საინტერესო შეხვედრების სერია დაასრულა სტუდენტებთან.

მესამე და ბოლო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დღეს,16 აპრილს “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი”-ს არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებთან.

ეს არის დასასრულის დასაწყისი.. დასაწყისი ერთ-ერთი საამაყო პროექტის, რომელიც პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს თითოეულ მონაწილეს.  გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ ია კუპატაძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მიმდინარე პროექტში.  

სპიკერი: ბესიკ საბაშვილი – კომპანია “ეუროფასადის” დამფუძნებელი და დირექტორი