“ეუროფასადი” სტუდენტებთან თანამშრომლობას აგრძელებს

7 მარტს, კომპანია “ეუროფასადის” დირექტორმა ბესო საბაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დეტალურად დაეთვალიერებინათ კომპანიის ობიექტი, წარმოედგინათ საკუთარი ხედვები და დირექტორთან ერთად განეხილათ მომავალი “შოურუმის” დაგეგმარებითი სამუშაოები.

კომპანია აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას სტუდენტებთან და უნივერსიტეტებთან, რათა დაეხმაროს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში.