“ეუროფასადის” კონკურსის კულმინაცია

შაბათს – 11 მაისს 17:00 საათზე, კომპანია “ეუროფასადის” ახალ შოურუმში კონკურსის შემაჯამებელი ღონისძება გაიმართება.

ღონისძიებაზე ჟიურის წევრები შერჩეულ ნამუშევრებს წარმოადგენენ და ავტორებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვებენ.

კონკურსი 2019 წლის 17 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს. საკონკურსო პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიფიქრონ და შეასრულონ აზომვითი ნახაზის და გეგმის შესაბამისად ინტერიერის და ფასადის რეკონსტრუქციის პროექტი.

კონკურსის ორგანიზატორია კომპანია “ეუროფასადი”.

ღონისძიებას დაესწრება სპეციალურად მოწვეული სტუმარი “Fundermax”-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი Daniel Olev.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ქართველი არტისტი დიჯეი – Different Groove

იდეალური დღის გემრიელ დასასრულთან ერთად თქვენ გელით უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი

🗺მისამართი: გახოკიძის N2